ახმეტის საკრებულოში გენდერული საბჭო შეიქმნა
წარმომადგენლობითმა ორგანომ გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დაამტკიცა.
,,საბჭო შედგება 9 წევრისაგან. უკვე განვსაზღვრეთ საბჭოს დებულება, უფლებამოსილება, ფუნქციები, სტრუქტურა და მუშაობის წესი”, – განუცხადა knews.ge-ს ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საბჭოს ძირითადი ამოცანებია, შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის და ა.შ.
,,რამდენიმე ძირითადი ამოცანის გარდა, საბჭომ წელიწადში ერთხელ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ”, – აღნიშნა ყეინიშვილმა.
გენდერული საბჭოს პირველი გაფართოებული სხდომა უკვე გაიმართა.