ლაგოდეხში ბლუზისა და ღვინის ფესტივალს შერონ ლუისი გახსნის
როგორც knews.ge-ს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში განუცხადეს, ღონისძიებასთან დაკავშირებით ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული სააგენტოებისთვის ინფოტური მოეწყო. ტურის მონაწილეებმა ლაგოდეხის ნაკრძალი დათვალიერეს და გაეცნენ ბლუზფესტივალის კონცეფციასა და პროგრამას. დღის ბოლოს „მოდერნ ბლუზ ბენდის“ მუსიკა შესრულდა. ფესტივალი ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება. მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება 12 აგვისტოს დასრულდება. ბლუზისა და ღვინის ფესტივალი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.