ახალი ამბები

მამაკაცები ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისთვის ერთიანდებიან

კამპანიას ირგანიზებას უწევს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“  და მიზნად ისახავს მამაკაცებმა მოახდინონ ქალთა პოლიტიკაში მონაწილებoის იდეის პოპულარიზება და მხარი დაუჭირონ ქალ კანდიდატებს.

პირველი დისკუსია 6 ივნისს, 15:00 საათზე, გორში, ტელეკომპანია „თრიალეთის“ ოფისში მოქმედ გენდერის მედია ცენტრში გაიმართება. 

დისკუსიას გახსნის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) დირექტორი ჯერომ ლეღო და ჟურნალისტთა ქსელის კოორდინატორი ინგა ალავიძე. დისკუსიას წარუძღვებიან გორის გენდერის მედია ცენტრის დირექტორი ნათია ომაძე; გორის დემოკრატიის სკოლის დირექტორი ზაზა ჭიპაშვილი და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური, რომლებიც ისაუბრებენ მამაკაცების როლზე ქალთა პოლიტიკაში მონაწილოების მნიშვნელობის შესახებ. 

გორის შემდეგ მსგავსი კამპანიები გაიმართება საქართველოს ყველა იმ ქალაქში, სადაც გენდერის მედიაცენტრები ფუნქციონირებს: თელავში, ახალციხეში, ოზურგეთში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და რუსთავში. 

კამპანია ჩატარდება პროექტის – „თანასწორობა იგებს” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.