სირიაში კიდევ ერთი პანკისელი ახალგაზრდა გარდაიცვალა
როგორც knews.ge-ს სოფელ დუისში გამგებლის წარმომადგენლემა თამარ მარგოშვილმა განუხადა, პანკისელი ახალგაზრდა სირიაში ავიაიერიშების შედეგად ორი კვირის წინ დაიღუპა, თუმცა მომხდარის შესახებ მხოლოდ გუშინ გახდა ნობილი. მისივე ინფორმაციით, მუხმადი სირიაში საბრძოლველად 20 წლის ასაკში წავიდა და დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდა.
„მუხმადი სირიაში 2012 წელს გაემგზავრა. როგორ ჩვენთვის ცნობილია, იგი დაქორწინდა სირიელ ქალბატონზე. მათ ორი ბიჭი ეყოლათ. ერთი კვირაა რაც მისი გარდაცვალების შესახებ საუბრობდნენ. ბაღაკავშილის გარდაველბის ფაქტი გუშინღა დადასტურდა“, – განუცხადა knews.ge-ს თამარ მარგოშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე სირიაში ასამდე პანკისელი წავიდა საბრძოლველად და უკვე 24 ახალგაზრდა სხვადასხვა შეტაკების დროს გარდაიცვალა.
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილის გარდაცვალების ფაქტს პანკისის ხეობაში ადასტურებენ.