ახალი ამბები

თელავში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნეს

Flea Market–ის ღონისძიება მეორადი ან საკუთარი ხელნაკეთი ნივთების, პროდუქტების გამოტანას და რეალიზაციას გულისხმობს.
გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ქურციკიძის განცხადებით, კამპანია მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ ინფორმაციის გავცელებას და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. 
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ხელნაკეთი და მეორადი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და გარემოს დაცვის მიმართულებით სხვადასხვა საკითხზე გაიმართა პრეზენტაციები.
,,კამპანია ,,დაინახე ყველაფერი” მიზნად ისახავს საზოგადოებაში შშმ პირების მიმართ არსებული სტიგმის შემცირებას. ეს არის unicef-ის გაეროს ბავშვთა ფონდის კამპანია, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი და აშშ–ის განვითარების სააგენტო. ჩვენი მიზანია, წარმოვაჩინოთ ის შესაძლებლობები, საჭიროებები და პრობლემები, რომელიც აქვთ შშმ პირებს. საზოგადოებაში ძალიან მაღალია სტიგმა შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული. ჩვენი მონაცემებით, საზოგადოების 40%–ს აქვს ნეგატიური განწყობები. ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ საზოგადოებას არ აქვს სათანადო ინფორმაცია, რის გამოც უჩნდებათ გარკვეული შიშები და ფობიები. ჩვენი კამპანიის მიზანიც არის ის, რომ ეს ადამიანები გავაცნოთ საზოგადოებას’’, – განუცხადა knews.ge–ს მაია ქურციკიძემ. 
ღონისძიების მხარდამჭერია, ასევე, აშშ–ის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამა “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II”, რომელსაც ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).