ახალი ამბები

კახეთში 200 კმ-მდე გზის მოდერნიზებისათვის საპროექტო სამუშაოები იწყება

გზების მოდერნიზება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძემ და (ერთობლივი საწარმო) JV AECOM & ILF-ის წარმომადგენლებმა ფიელ შატო ლორტიმ და სტეფან მორნმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
,,კომპანია JV AECOM & ILF თბილისი-ბაკურციხისა და წნორი-ლაგოდეხის 120 კილომეტრიანი საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციასა და თბილისი-საგარეჯოს და საგარეჯო-ბაკურციხის 80-კილომეტრიანი საავტომობილო გზის განახლებისთვის დეტალურ საპორექტო დოკუმენტაციას მოამზადებს. საპროექტო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 2 514 704 ევრო და 3 124 683 ლარს შეადგენს. პროექტირების ვადა 2017 – 2018 წლებია და ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში უნდა დასრულდეს”,– განუცხადეს Knews.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.