ფერმერთა სათათბირო საბჭოში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შევლენ
,,სათათბიროს შექმნის ძირითად მიზანს წარმოადგენს ფერმერთა ინტერსების უკეთ დაცვა და მათი საკანონმდებლო პროცესებში ჩართულობის გაზრდა. სათათბიროს შემადგენლობაში შევა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი. გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვის მიზნით, საბჭოს მიერ სათათბიროს წევრად არჩეულმა პირმა უნდა დაასახელოს საწინააღმდეგო სქესის მეორე წევრი, საბოლოო გადაწყვეტილებას კი წევრად დამტკიცების შესახებ იღებს ფერმერთა ასოციაციის საბჭო”, – განუცხადა knews.ge-ს ნინო ზამბახიძემ.
პროექტი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.