საგარეჯოში ხევების ადიდების შედეგად რესტორანი ”ფაცხები” დაიტბორა
უხვმა ნალექმა რესტორნის ინვენტარი და ტექნიკა დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, დიდი ხანია, რაც ხევები არ გამწნდილა, რის გამოც წყლის ნაკადი კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა ხევებმა საგარეჯო–თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ერთი საათის განმავლობაში შეაფერხა. გზის გამწნდით სამუშაოებში პოლიციასთან ერთად საგანგებო სიტუაციაბის მართვის სამსახურის თანამშრომლებიც იყვნენ ჩართულები. როგორც knews.ge–ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გიორგი გზირიშვილმა განუცხადა, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი უმნიშვნელოა.
„სტიქიამ უმნიშვნელო ზარალი მოგვაყენა. ზარალის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისია დაითვლის. სტიქიამ რამდენიმე ფაცხა დატბორა. ადიდებული ხევები სოფელ ანთოკამდე და თოხლიაურამდე არ მისულა“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი გზირიშვილმა.
ფოტო: ია გულიაშვილი