რუისპირში კახური სოფელი შენდება
,,ჩვენი ბიომეურნეობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ვენახისა და ღვინის წარმოების გარდა, მოგვყავს ხორბალი, გვაქვს ღორების ფერმა და გვყავს კახური ჯიშის ღორები, რომლებიც გადაშენების პირას არიან, მათი ხორცი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. ღორებს ჩვენივე მოყვანილი ქერით, სიმინდით და სხვა საკვებით ვზრდით, აქ მოსულ ტურისტს კი საშუალება აქვს, დააგემოვნოს ეკოლოგიურად სუფთა ხორცი. გარდა ამისა, მივდევთ მეფრინველეობას და გვყავს ფუტკარი, ძველი ქართული მეთოდით ვამზადებთ მურაბებს, ჯემებს, ველური ხილის ჩირს და ჩურჩხელას’’,– განუცხადა knews.ge-ს გიორგი ალადაშვილმა.
იგი, სამომავლოდ, კახეთის სხვა ქალაქებშიც გეგმავს ბიომეურნეობის შექმნას, გაფართოებას და პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას.
გიორგი ალადაშვილის ფოტოები