ახალი ამბები

მიწის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურის ასანაზღაურებლად განაცხადის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა

,,მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, 10 თვის განმავლობაში მიწის აზომვითი ნახაზის მომზადებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 1 აგვისტოდან მოყოლებული ჯამში 53 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთის აზომვის საფასური ანაზღაურდა. ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე 1,5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში – 80 ლარს, ხოლო 1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთებზე 100 ლარს შეადგენს”, – განმარტეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში. 
საჯარო რეესტრის მარტის მონაცემებით, მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, 8 თვის განმავლობაში მიწა საკუთრებაში 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა.