ახალი ამბები

გურჯაანში 15 და 17 წლის ძმები დაჭრეს

კონფლიქტი გუშინ ღამის 12 საათზე მოხდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც knews.ge–ს ექიმებმა განუცხადეს, დაჭრილი ძმების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ერთ არასრულწლოვანს ჭრილობა გულ-მკერდის არეში, მეორეს კი მენჯ-ბარძაყზე აქვს მიყენებული. 

სამართალდამცავებმა დაჭრაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი უკვე დააკავეს. სასამართლომ დანაშაულში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე და 120-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.