მთავრობამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა
არსებული 71 თვითმმართველი ერთეულის ნაცვლად ცვლილების შემდეგ 64 დარჩება. მისივე ინფორმაციით, მთავრობა გეგმავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებათა მეორე პაკეტის მომზადებასაც, რომელიც პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განიხილება.
,,ცვლილებები არანაირად არ ეხება არჩევითობის წესს და ყველა ქალაქი კვლავინდებურად ისარგებლებს ქალაქის სტატუსით. მუნიციპალეტეტების საკრებულოებში პროპორციულად შევლენ ქალაქებში არჩეული დეპუტატები. რეფორმის მიზანია მივიღოთ უფრო ეფექტიანი მართვის მოდელი, რათა უფრო ოპერატიულად მოვაგვაროთ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები“, – განაცხადა ალავიძემ.
მისივე განცხადებით, შემდეგი ნაბიჯი ეხება მუნიციპალიტეტებში არასამეწარმეო არამომგებიანი იურიდიული პირების შექმნის მექანიზმების მოწესრიგებას.
,,დარგების მიხედვით იქნება თითო ა(ა)იპ, ანუ შევზღუდავთ დუბლირებულ სერვისებს. ეს მნიშვნელოვანი იქნება ხარჯების დაზოგვის კუთხით. შემდგომი პაკეტისთვის ჩვენ, ასევე, ტერიტორიულ ორგანოებს შემოვიღებთ და ზუსტად ეს იქნება ჩვენი თვითმმართველობის რეფორმის გაგრძელება და უფრო მეტი დეცენტრალიზაცია. ა(ა)იპ-ების ნაწილი, სავარაუდოდ, უფრო 2018 წლიდან შევა ძალაში და უფრო ოპტიმიზაცია მოხდება, მათ შორის, კადრებისაც”, – განმარტა ალავიძემ.