თელავში Holiday Inn-ის სასტუმრო გაიხსნება
სამშენებლო სამუშაოები ”თიბისი ბანკის” დაფინანსებითა და „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტში ჩართულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც. შპს “თელავის” ინფორმაციით, სასტუმროს ასაშენებლად თელავში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
,,სასტუმრო 85 ნომრიანი იქნება. მასში განთავსდება როგორც ღია და დახურული საცურაო აუზი, ასევე საკონფერენციო დარბაზი. სტუმრების მიღებას 2018 წლის ზაფხულიდან შევძლებთ. რაც შეეხება ნომრების ღირებულებას, ფასები ბაზარზე მორგებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება”, – განაცხადეს შპს “თელავში”