რეგისტრირებულ იურიდიულ პირს მიწის საკუთრების უფლება საქართველოს მოქალაქის მეწილეობის შემთხვევაში ექნება
ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, მიწის საკუთრების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება თუ მის დამფუძნებელი ან წილის/აქციათა 50%-ზე მეტის მესაკუთრე საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირია.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება აქვთ: ა) სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, თუ მის დამფუძნებელს წარმოადგენს ან წილის/აქციათა 50%-ზე მეტის მესაკუთრეა საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ კომერციულ ბანკს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, აგრეთვე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს,“– წერია კანონპროექტში.