ახალი ამბები

კახეთის გუბერნიაში აპარატის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

როგორც უწყებაში knews.ge-ს განუცხადეს, განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 7 ივნისს ამოიწურება.
,,შერჩეულ კანდიდატს დაევალება ერთიანი საქმისწარმოების (მათ შორის საიდუმლო) უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის არქივის წარმოება, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების, რეზოლუციებისა და წერილების პროექტების ხელმოსაწერად მომზადება და სათანადო რეესტრის წარმოება, საკადრო რესურსების მართვის მიზნით ადმინისტრაციის თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება, პირადი საქმეების შედგენა-წარმოება, მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. უწყებას აქამდე არ ყავდა იურისტი და ახლა გახდა საჭირო მისი კონკურსის წესით არჩევა, სწორედ ამიტომ გახდა აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური’’,– განუცხადეს Knews.ge–ს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში. 

აღნიშნულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 680 ლარია