სტატიები

გურჯაანში წარმოებული მუხის კასრები ევროპის ბაზარზე გავიდა

კომპანიის ხელმძღვანელი ვასიკო კალანდაძე ამბობს, რომ ყოველწლიურად საწარმო დაახლოებით 300 კასრს აწარმოებს, ხოლო ნედლეული კი საფრანგეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოაქვთ. 
„მუხის კასრები სანიტარიუალდ სუფთა იყო და ევროკავშირის ბაზრის სტანდარტები დააკმაყოფილა. ჩვენ მუხა საფრანგეთიდან და ამერიკიდან შემოგვაქვს. მუხის მუხის 365 ჯიში არსებობს, თუმცა კასრის დამზადებისთვის მხოლოდ რამდენიმე თუ გამოდგება. მუხა 60 წლის ზევით უნდა იყოს, რომ კასრისთვის გამოდგეს. შეიძლება იყოს კიდეც ამ ჯისის მუხა საქართველოში, მაგრამ ამ ასაკის მუხის ხის მოჭრა აკრძალულია, ამიტომ შემოგვაქვს“, – განუცხადა Knews.ge–ს კალანდაძემ.
 2013 წელს კომპანიამ გურჯაანში მიტოვებული მექანიკური ქარხანა აღადგინა. კალანდაძის ინფორმაციით, კასრების საწარმოს ჩამოყალიბების მიზნით 1 მილიონ 300 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 
„გურჯაანში იყო მექანიკური ქარხანა, რომელიც აწარმოებდა კასრებს. ტრიალი მინდორი იყო. მისმა დირექტორმა გივი გოგოთიშვილმა მოიძია ინვესტიცია. ქართველებთან ერთად ამ კომპანიის დამფუძნებლები ესპანელებიც არიან. სულ განხორციელებულია 1 მილიონ სამასი ათასი ინვესტიცია. 550 ათასი დოლარი სახელმწიფოსგან შეღავათიანი სესხის სახით მივიღეთ. ამ თანხით ქარხანა ავაშენეთ. დანარჩენი თანხით კასრებისათვის მასალა ვიყიდეთ“, – აღნიშნავს კალანდაძე. 
 კასრების ღირებულება 550 ევროა. კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მუხის კასრში ღვინის დეზინფექციას და გამოწვას ახორციელებენ. კალანდაძე მიუთითებს, რომ გამოწვის პროცედურა სხვადასხვა სახის ღვინოსთვის განსხვავებულია. 
„როდესაც კასრი მზადდება, შემდეგ მიმდინარეობს მისი გამოწვა, რომ თავისი ტონალობა მიიღოს. თეთრ ღვინოზე იწვება უფრო ნახევრად, წითელ ღვინოზე საშუალოდ და უფრო ძლიერად. მეღვინე, რომელიც ყიდულობს ჩვენს კასრებს, აქვს შესაძლებლობა დაესწროს გამოწვის პროცესს და აირჩიოს რა დოზით სურს კასრის გამოწვა. გარდა ამისა, მეღვინეს შუძლია ნაყიდ კასრში თანხა ეტაპობრივად გადაიხადოს“, – აცხადებს ვასიკო კალანდაძე. 
საწარმო კასრის ფრომის ავეჯსაც ამზადფებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ პროდუქციის ფასი მოცულობისა და დამზადების სირთულის მიხედვით განისაზღვრება. 
„კასრების გარდა, ვაწარმოებთ ავეჯს და ეს ჩემი ინიციატივაა. გამოუყენებელი, ძველი კასრებისგან ვამზადებთ მაგიდებს, სავარძლებს, კარადებს და ა.შ. ჩვენ მიერ დამზადებული ავეჯის ფასი 50 ლარიდან იწყება და 600 ლარამდე აღწევს“, – აღნიშნავს ბიზნესმენი.