საქართველოში ნათესი ფართობების მოცულობა მცირდება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ნათესი ფართობის ჯამური მოცულობა 2016 წელს 239,2 ათასი ჰექტარი იყო, 2015 წელს კი – 308,4.
საშემოდგომო კულტურებზე (ხორბალი, ქერი) 59 ათასი ჰექტარი მოდის, საგაზაფხულო კულტურების ნათესებზე კი – 180,2 ათასი ჰექტარი.
,,საგაზაფხულო კულტურების ნათესებიდან კარტოფილზე და ბოსტნეულ–ბაღჩეულზე 38.8 ათასი ჰექტარი მოდის, ხოლო სხვა კულტურებზე 20.4 ათასი ჰექტარი. 2013 წლიდან ბიუჯეტიდან დაფინანსდა უამრავი პროგრამა სწორედ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის, თუმცა 2014 წლიდან ნათესი ფართობების მოცულობა მცირდება. 2008 წლიდან მოყოლებული, ნათესი ფართობების მოცულობის ზრდის ტენდენცია მხოლოდ 2013 და 2014 წლებში დაფიქსირდა”,– განაცხადეს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.