გიორგი მღებრიშვილმა მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თელავიდან მიულოცა
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადავწყვიტეთ თელავიდან მიგველოცა საქართველოსთვის ეს დღე. ჩვენ რომ დღეს ვზეიმობთ, ამას ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა. მე ამაყი ვარ, რომ საქართველო დღევანდელ დღეს აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი წართმეული და ოკუპირებულია. მე მჯერა, რომ საქართველო მალე გამთლიანდება. გამთლიანდება არა ომით და სისხლისღვრით, არამედ იმ სიყვარულის ნოსტალგიით, რომელიც არსებობს ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის”, – განაცხადა მინისტრმა.
დღეს დილიდან თელავში წარმოდგენილია შს სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს საგამოფენო პავილიონები. გამოფენილია სპეცტექნიკა, სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა.