ბაკურციხეში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებული ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ავარია სავარაუდოდ გადაჭარბებულმა სისწრაფემ გამოიწვია. როგორც knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.