ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ვალია, ძალიან გულდასმით განვიხილოთ მიწის საკითხი

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მიწის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარე არ ეთანხმება სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე მიწის გასხვისების აკრძალვის ჩანაწერის კონსტიტუციაში შეტანას. მისივე განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების საკითხი ორგანული კანონით უნდა დარეგულირდეს. 
„მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით კონტიტუციაში არ უნდა იყოს ასახული ტოტალურივ აკრძალვა. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ ეს საკითხი ყველაზე სწორი იურიდიული ფორმით. კონსტიტუციაში წერია, რომ მიწა არის განსაკუთრებული და ეს საკითხი წესრიგდება ორგანული კანონით. შესაბამისად ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ საკითხი რაციონალურად გადაწყდეს. უკვე მომზადებულია ორგანული კანონის პროექტი, რომლითაც გამოირიცხება არასწორი ფორმით ქართული მიწის გასხვისების საკითხი და ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, სადაც საუბარია პოზიტაურ ინვესტიციაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს. 
მოსალოდნელი ცვლილებებით, უცხოლებეზე მიწა იჯარით მხოლოდ დიდი ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში გაიცემა. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის შუალედური მიდგომა, რომლის განხორციელებასაც უმრავლესობა აპირებს, სრული აკრძალვის ტოლფასია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მიწის უცხოელებზე მიყიდვის სრული აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.