ახალი ამბები

25 და 26 მაისს თელავში ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

უწყების ინფორმაციით, ქალაქში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ღონისძიების დამთავრებისთანავე აღდგება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.