სიღნაღში ქართული ზეთისხილის ზეთის წარმოება დაიწყო
კომპანიის დამფუძნებლის, გიორგი სვანიძის განცხადებით, საწარმო აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, რათა მაღალხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს. მისივე თქმით, პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
„საქართელოში წარმოება გაცილებით იაფი გვიჯდება. ვიდრე იტალიელ, თურქ, ეპანელ მეწარმეებს. სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან იაფია მუშახელი და ელექტროენერგიის ტარიფიც გაცილებით დაბალია, ხოლო საგადასახადო პოლიტიკა უფრო ლიბერალური. ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება „კარფურთან,“ რომლის წყალობითაც ვგეგმავთ ახალ საექსპორტო ბაზარზე დამკვიდრებას. ჩვენ, ასევე, ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სავაჭრო ქსელებთან. საქართველოს ბაზრის 50 პროცენტის დაკავებას უახლოესი სამი წლის განმავლობაში ვგეგმავთ“, – განაცხადა სვანიძემ.
კომპანია „ქართული ზეთისხილის“ საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად, „სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში აშენდა. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება, 5 მილიონი ლარია.
„ჩვენი გეგმები ამ მიმართულებით მასშტაბურია. 2018 წლამდე ინვესტიციების გაორმაგებას და ზეთისხილის პლანტაციის გაზრდას 300- დან 1000 ჰა-მდე ვგეგმავთ. დღმდე განხორციელებული გვაქვს 5 მილიონი ლარის იინვესტიცია და 2018 წლამდე დამატებით 5 მლნ ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ“, – აღნიშნა სვანიძემ.