საქართველოს რუსთაველის საზოგადოებამ კახეთში რეგიონული ფილიალი გახსნა
ორგანიზაციას პროფესიული კოლეჯის ყოფილი ხელმძღვანელი, ნათელა პაპუნაშვილი უხელმძღვანელებს.
რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტის, მწერალ დავით შემოქმედელის ინფორმაციით, კახეთის რეგიონული წარმომადგენლობა აქტიურ მუშაობას გეგმავს.
,,რუსთაველის საზოგადოების“ მიზანია ქართული კულტურის პროპაგანდა, რუსთაველის პოპულარიზაცია არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გვაქვს ფილიალები საზღვარგარეთ და საქართველოში. კახეთში უკვე გავმართეთ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები. სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს აქტიური მუშაობა, ვაპირებთ შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩავატაროთ და სხვა აქტივობებიც დავგეგმოთ. ასევე დაგეგმილი გვაქვს, ჩავატაროთ ქართული კულტურის და ენის ფესტივალი ახალგაზრდებისთვის. მსგავსი ღონისძიებები სხვა რეგიონებში უკვე ჩავატარეთ. ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას აქტიურად დავიწყებთ, ეს საქართველოს გავლენას და ავტორიტეტს გაზრდის’’, – განუცხადა knews.ge-ს დავით შემოქმედელმა.
მისი თქმით, ქართული კულტურის პოპულარიზაციის პროცესში ადგილობრივი მედიის აქტიურობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
,,ადგილობრივმა მედიამ აქტიურად უნდა გასწიოს პროპაგანდა ენის სიწმინდის ,,ხუროთმოძღვრული ძეგლების და ქართული კულტურის კორიფეების შესახებ, ასევე მოიძიოს ძველი მომღერლების და ლიტერატორების შესახებ ინფორმაცია. მედიამ უნდა შექნას ერთგვარი მატიანე თვითოეული კუთხის შესახებ’’,– აღნიშნა დავით შემოქმედელმა.