ახალი ამბები

ღვინის ფესტივალში კახეთიდან 40 კომპანია მონაწილეობს

ღონისძიება “ღვინის კლუბის” ორგანიზებით, რიგით მე-8 “ახალი ღვინის ფესტივალი” თბილისში, მთაწმინდის პარკში, შადრევნის მოედანზე ტარდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს 2016 წლის მოსავლის ღვინოებს წარუდგენენ.
,,მიმდინარე წელს, ღვინის კლუბი საოჯახო მარნებს მერვედ მასპინძლობს. ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია. ახალი ღვინის ფესტივალი მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საქართველოში მეღვინეობის მიმართულებით განათლების ხარისხის ამაღლებასა და სამომხმარებლო კულტურის გაზრდას. წელს, ყველაზე მეტი დასახელების ღვინო შემოვიდა კახეთიდან “, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ღვინის კომპანია VELLINO–ს დამფუძნებლის ბექა ჯიმშელაძეს თქმით, ფესტივალში მონაწილეობა ცნობადობის ასამაღლებად მნიშვნელოვანია. 
,,აგროტურიზმის მიმართულებით აქტიურად ვიწყებთ მუშაობას. პროდუქცია გასულ გავიტანე ადგილობრივ ბაზარზე. ვენახები საგარეჯოში, სოფელ კაკაბეთში მაქვს. რაც შეეხება ტექნოლოგიას, გვინდოდა რომ ყოფილიყო სხვებისგან განსხვავებული და ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა ევროპული მეთოდით, რომელიც არ არის დაყენებული ქვევრში“, – განუცხადა knews.ge-ბექა ჯიმშელაძემ.