ახალი ამბები

თელავსა და გურჯაანში რამდენიმე რესტორანი დროებით დაიხურა

,,შემოწმების შედეგად დაჯარიმდა 7, ხოლო 4 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საქმიანობის გაგრძელების უფლება. ესენია თელავში მდებარე რესტორანი „ქალაქური”, სოფელ ვარდისუბანში მდებარე „თელავური“, სოფელ ყარაჯალაში რესტორანი „ყარაჯალა“, ხოლო ქალაქ გურჯაანში ერთი, ეს არის „ჩალიჩების რესტორანი“”, – აცხადებს knews.ge-სთან სააგენტოს წარმომადგენელი თეა შველიძე.

მისივე განცხადებით, შემოწმების შედეგად ძირითადად გამოიკვეთა სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დარღვევა.

შეგახსენებთ, რომ პარალელურ რეჟიმში სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.