ახალი ამბები

ქალაქ თელავში 35 წლამდე მამაკაცმა თავი მოიკლა

როგორც knews.ge-ს გარდაცვლილის მეზობლებმა განუცხადეს, მამაკაცმა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ისროლა. დავით ელიაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი და ცოლი ჰყავს. ამ ეტაპზე უცნობია თვითმკვლელობის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.