დედოფლისწყაროში ორთავიანი გოჭი დაიბადა
როგორც knews.ge თვითმხილველმა განუცხადა, სოფლის პატარა ფერმაში დაბადებული გოჭი, რომელსაც ორი თავი აღმოაჩნდა, ადგილობრივებისა და ვეტერინარების ყურადღება მიიქცია.
ადგილობრივმა ალიკა ბაღაშვილმა ორთავიან გოჭს ფოტოები გადაუღო და მეგობრების დახმარებით სოციალურ ქსელში განათავსა.
„ორთავიანი გოჭი გუშინ დაიბადა. სასწაული ის იყო, რომ ერთი თავი მალევე მოკვდა, ხოლო მეორე თავმა რამდენიმე საათით იცოცხლა. გოჭს სრულად ქონდა განვითარებული ტანი და კიდურები, მხოლოდ თავი იყო ორი,“- განუცხადა knews.ge -ს ბიზნესმენმა ოთარ კიკილაშვილმა, რომელმაც ფოტოსურათები სოციალურ ქსელში ხელმისაწვდომი გახადა.
ვეტერინარები აღნიშნავენ, რომ ასეთი ანომალიები იშვიათად ხდება და მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა რთულია. ანალოგიური შემთხვევა რამდენიმე წლის წინ ჩინეთშიც დაფიქსირდა.
ლევან ბაღაშვილის ფოტო.