თუშეთში ტრადიციული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროექტი განხორციელდება
აღნიშნულ საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციას „საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტას“ შორის თანამშრომლობის მეომორანდუმი დღეს გაფორმდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში აგრარული დარგის ხელშეწყობისთვის ტრადიციული სოფლის მეურნეობის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
,,მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია: თუშეთის გეოგრაფიული მდებარეობისა და ბუნებრივი პირობების შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ახალი ჯიშების გამოცდა-შეფასება, ადაპტაცია და გავრცელება; თუშეთში კონდიცირებული კარტოფილის სათესლე მასალის წარმოება და სერტიფიცირება; თუშეთის მიწის ფონდის შესწავლის და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა; ბიოაგროწარმოების განვითარება, ეკოლოგიურად სუფთა და ბიოპროდუქციის წარმოების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების ტექნოლოგიების განვითარება; სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ დაავადებათა კვლევა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სისტემის შემუშავება; თუშური ცხვრის პოპულაციის გაუმჯობესება და პროდუქტიულობის ამაღლების ღონისძიებების განხორციელება; რეგიონული ექსტენციის განვითარება და ხელშეწყობა,’’- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.