ლაგოდეხში მომხდარ მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია
როგორც knews.ge–ს ჯამბურიამ განუცხადა, მიწისძვრას არც ინფასტრუქტურული ზარალი არ გამოუწვევია.
„ლაგოდეხში სიმშვიდეა. პატარა ბიძგი იყო და საგანგაშო არაფერი არ არის. ინფორმაცია რაიმე სახის დაზიანებასთან დაკავშირებით არც სამაშველო და არც გამგეობაში ამ დრომდე არ შესულა“, – განუცხადა knews.ge–ს კახა ჯამბურიამ.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ლაგოდეხის ჩრდილო-დასავლეთით, 18 კილომეტრში, სოფელ ზემო ხეჩილთან, სადაც ერთი წუთის ინტერვალით ორი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.
უწყების ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდა იყო.