პანკისის ხეობის 18 სოფელს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება
როგორც knews.ge–ს ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადეს, სოფელ საკობიანოში განხორციელებული გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 209 ადგილობრივ ოჯახს ექნება.
„გაზით პანკისის ხეობაში 18 სოფელში მცხოვრები 2 715 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი . „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ საქართველოს მთავრობის დავალებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის 18 სოფლის სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს 2016 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდში აშენდა 167,5 კმ გაზსადენი. სამუშაოები სახელმიწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ფაქტიურმა ღირებულებამ შეადგინა 6 243 818 ლარი“, – განუცხადეს knews.ge–ს ენერგეტიკის სამინისტროში.
გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზი“ განახორციელებს.