Forbes-ი მკითხველებს კახეთში მოგზაურობას მაისში ურჩევს
იტალიის, ახალი ზელანდიის, ესპანეთისა და არგენტინის გვერდით მოხვდა საქართველოც, კერძოდ კი კახეთის რეგიონი, სადაც Forbes მკითხველებს მოგზაურობის რეკომენდაციას მაისში აძლევს. გამოცემა წერს, რომ ბოლო პერიოდში საქართველო, როგორც ღვინის რეგიონი, არაერთხელ მოხვდა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში.
„მიუხედევად ამისა, ჯერ ისევ ცოტაა ისეთი, რომლესაც რეალურად მოუნახულებია ეს ქვეყანა, რომელიც სომხეთსა და თურქეთს ესაზღვრება. სოფლები ნამდვილად მომხიბლავია, დასახლებები მშვიდობიანი თავშესაფარია, ხოლო ღვინის დამზადების უნიკალური ტრადიცია უცვლელი რჩება. კავკასიონის ძირში მდებარე კახეთი უმთავრესი რეგიონია, რომელიც მიწის ქვეშ მოთავსებულ თიხის ჭურჭელში, სახელად – ქვევრი, ღვინის დაყენებითაა ცნობილი. გემრიელი საჭმელი ამ ადგილის მონახულების სტიმულს კიდევ უფრო აძლიერებს“, – ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში ღვინის ტურის მოსაწყობად ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონი კახეთი და მისი სოფლებია. ღვინის გარდა, ავტორი მკითხველს ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებასაც ურჩევს.