3 მაისი პრესის თავისუფლების დღეა
2016 წლის ანგარიშში საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიის მესაკუთრეობის კუთხით გამჭვირვალე სიტუაციაა, სატელიტური ტელევიზიები კი პლურალიზმს უზრუნველყოფს.
ორგანიზაცია „Reporters Without Borders“ აქვეყნებს მსოფლიოში მედიის თავისუფლების 2016 წლის ინდექსს, რომლის მიხედვითაც, 180 ქვეყანას შორის, საქართველო 64-ე ადგილს იკავებს.
“ბოლო წლებში ჩატარებულმა რეფორმებმა საქართველოში მედიაგარემო გააუმჯობესა”, – ნათქვამია Reporters Without Borders -ის ანგარიშში.