ახალი ამბები

ქალაქ ლაგოდეხის 1-ელ ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

რეაბილიტირებული სააღმზრდელო დაწესებულება იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ტოშიო კაიტანიმ ადგილობრივი თვითმმართველობის და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კახა ჯამბურიას ინფორმაციით, იაპონიის მთავრობის „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტის“ ფარგლებში განხორციელდა ბაგა ბაღის სრული რეაბილიტაცია, ხოლო გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ სააღმზრდელო დაწესებულებ ახალი ინვენტარით აღიჭურვა.
,,იაპონიის სალჩოსა და საქართველოს სამოქალაქო განვითრებას შორის გასულ წელს ხელი მოეწერა აღნიშნული პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ბაგა ბაღის რეაბილიტაცია. სარემონტო სამუშაოებისთვის იაპონიის საელჩომ 86 176 დოლარი გამოყო, ხოლო გამგეობის თანადაფინანსება იყო 40 000 ლარი”,– განუცხადა Knews.ge-ს კახა ჯამბურიამ.