ახალი ამბები

ლარში ფიქსირებულ 27356 სესხზე საპროცენტო განაკვეთი 7%-ით გაიზარდა

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში გამართულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა. 
კობა გვენეტაძის ინფორმაციით, საპროცენტო ზრდა შეეხო იმ სესხებს, რომლებიც ლარში რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ფაქტორების ზეგავლენით, 2017 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შედეგად კი 2018 წელს ინფლაცია 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. 
,,ინფლაციის მოლოდინების დამატებით მოსათოკად ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა. სხვა თანაბარ პირობებში მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის ზრდის საჭიროება არ იკვეთება. ასევე ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად ნეიტრალურ დონემდე შემცირდება’’,– განუცხადა Knews.ge-ს კობა გვენეტაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებში“ აცხადებენ, რომ საპროცენტო განაკვეთი გაეზარდა 27356 მსესხებელს. მონეტარული პოლიტიკის ახალი განაკვეთი, 7 პროცენტი, ძალაში 2017 წლის 4 მაისიდან შედის