გურჯაანში ავტოავარიის შედეგად 23 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ადგილობრივების ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანაში მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მგზავრი კი მძიმედ დაშავდა.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.