თელავის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი კონცერტს ეგვიპტეში გამართავს
ანსამბლის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ რინკიაშვილის ინფორმაციით, მოცეკვავეები 7 საცეკვაო ნომერს შეასრულებენ.
,,ანსამბლი 2013 წელს შეიქმნა. მისი წარმოამდგენლები ქართულ ხელოვნებას როგორც ადგილობრივ, ისე შარმ ელ შეიხში მყოფი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ დამსვენებელს გააცნობენ. ვფიქრობთ, კონცერტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ანსამბლისა და რეგიონალური ტურიზმის განვითარებისთვის. ამით ჩვენს წვლილს მცირედით მაინც შევიტანთ ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციისათვის. ანსამბლი 31 მოცეკვავით წარსდგება მაყურებლის წინაშე და 7 საცეკვაო ნომერს შეასრულებს. ჯგუფს ექნება შემეცნებით და სანახაობრივი ტურები. ისინი გაეცნობიან ძველ აღმოსავლურ კულტურას, ნახავენ მუზეუმს. მათ ექნებათ გემით კრუიზი, რომლის მეშვეობითაც დაათვალიერებენ წითელი ზღვის ულამაზეს სამყაროს”, – განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ რინკიაშვილმა.
პროექტს ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ჭადარი” და ტურისტუილ სააგენტო DINA TRAVEL ერთობლივად ახორციელებენ.
,,DINA TRAVEL 2013 წელს დაარსდა და მისი მიზანი თავიდანვე იყო მოსახლეობისთვის კომფორტის შექმნა, დროის დაზოგვა. სააგენტო მოსახლეობას სთავაზობს: ავიაბილეთებს ყველა მიამრთულებით, სავიზო მომსახურებას ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით”, – განუცხადა knews.ge-ს სააგენტოს დირექტორმა ნატო ქართველიშვილმა.