ახალი ამბები

ხვალ ირაკლი სესიაშვილი თესაუს სტუდენტებს შეხვდება

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ევროპის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ჩატარდება.

,,პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარე – გიორგი გაჩეჩილაძე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ”, – განაცხადეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დისკუსიის თემაა „საქართველო და ევროკავშირი“. შეხვედრა 2 მაისს, 13:00 საათზე, თესაუს სხდომათა მცირე დარბაზში ჩატარდება.