ახალი ამბები

საგარეჯოში 15 წლის ბიჭი ცხენების ქურდობის თაობაზე დაკითხეს

უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვნის დაკარგვის თაობაზე შეტყობინება ორი დღის წინ შევიდა.

“არასრულწლოვანი ბიჭი ღამით იპოვა პოლიციამ. ის წარდგენილია პოლიციის განყოფილებაში და იკითხება სოც.მუშაკის თანდასწრებით. გამოძიება დაწყებულია ცხენების მოპარვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ცხენები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება ფერმის მეპატრონის განცხადების საფუძველზე დაიწყო, – აცხადებენ შსს-ში.

ქურდობის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ არასრულწლოვანის ოჯახის წევრები. როგორც დაკავებულის და, ლია გიგაური ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, მისი ძმა მეზობელ სოფელში ფერმაში მუშაობდა. მას, ხელფასი არ გადაუხადეს, ამიტომ ტრანსპორტის არქონის გამო ფერმა ცხენით დატოვა.

,,მას ცხენი არ მოუპარავს, ხელფასი არ გადაუხადეს და რადგან ტრანსპორტი არ ჰქონდა, ცხენზე შეჯდა და წავიდა”, – განაცხადა გიგაურმა.