კახეთში ამერიკის კვირეული ხვალ დასრულდება
როგორც knews.ge-ს ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დემოკრატიული და საგრანტო პროგრამების კოორდინატორმა ნინო გაგუამ განუცხადა, სათამაშო მობილი ყვარლის მოსწავლეთათვის – შემეცნებითი თამაშები 6-12 წლის მოსწავლეებისთვის ქართულ და ინგლისურ ენაზე გრემის სათემო ორგანიზაციაში 12:00 საათზე დაიწყება.
,,ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობების 25 წლისთავი აღვნიშნეთ როგორც თბილისში, ასევე თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. დღეს, თბილისში ამერიკის 3 ყოფილი ელჩი დაესწრებიან ამბასადორიალს. შემდეგ კი, გაიმართება გალა კონცერტი“, – განუცხადა knews.ge-ს ნინო გაგუამ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის კვირეული კახეთის რეგიონში 22 აპრილს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 24 აპრილს, თელავში ღონისძიებებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი დაესწრო.
,,ამერიკა-საქრათველოს შორის ჩამოყალიბდა მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ დასაწყისია. მომავალში იქნება მეტი ურთიერთობა და პარტნიორობა 2 ქვეყანას შორის”, – განუცხადა knews.ge-ს ნიკოლას ბერლინერიმ.