რა ცვლილებები შედის ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძეს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ კანონმდებლობაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის არაერთი ტერმინია განმარტებული, ასევე არაერთი ძირითადი პრინციპია ჩამოყალიბებული, ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, არ არის ადაპტირებული საერთაშორისო ტერმინებზე, რაც ხშირ შემთხვევაში, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ექსპორტ-იმპორტისთვის ბარიერს ქმნის. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი კანონის სრულყოფა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაა.
,,მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ღვინის კლასიფიკაციის თავში – შემოდის ქვევრის ღვინის და ქარვისფერი ღვინის განმარტებები. ცვლილებები შედის ეტიკეტირების წესში. კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეჯერდა და კანონპროექტში აისახა ცვლილება, რომლის მიხედვით, ჩამოსასხმელი ღვინის გატანა ექსპორტზე აიკრძალება, რაც კიდევ უფრო მეტად ხარისხიანი ღვინის ექსპორტს შეუწყობს ხელს და ფალსიფიკაციის ბარიერი გახდება”, – განაცხადა კერესელიძემ.
მეღვინეების მოთხოვნით, ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრზალვა მოხდება, ასევე, სავალდებულო ხდება ყველა სახეობის ღვინის დეგუსტაცია საექსპორტო ღვინოზე. დღემდე ეს მხოლოდ ადგილწარმოშობის ღვინოებისთვის იყო სავალდებულო.