ახალი ამბები

ჯოყოლოში მშენებარე ტაძრის დანგრევის ფაქტი ახმეტაში გააპროტესტეს

გავრცელებული ინფორმაციით პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ადგილობრივ მოსახლეს მაყვალა ცისკარიშვილს, რომელიც ეკლესიის აღდგენას ცდილობდა, აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს ის დანგრეული დახვდა. ტაძრის დანგრევის მიზეზი უცნობია. თავად ცისკარიშვილი კი მომხდარ ფაქტს ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობის დაპირისპირებისკენ მიმართულ პროვოკაციად აფასებს.
ახმეტაში იმყოფებოდა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითიც. ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავარმა აღნიშნა, რომ ხალხს შორის დაპირისპირება არ უნდა მოხდეს და ამისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.