დედოფლისწყაროს საავადმყოფოს დაზიანებული ეზოს რეაბილიტაცია ხელახლა განხორციელდება
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნუგზარ ბოლქვაძის ინფორმაციით, საავადმყოფოს ეზოს დაზიანებული ნაწილის რეაბილიტაცია ხელახლა განხორციელდება.
,,როგორც იცით საავადმყოფო რამდენიმე თვის წინ გაიხსნა, თუმცა დაფიქსირდა გარკვეული სახის ხარვეზები. შენობის ეზოში, შესასვლელში ქვაფენილის ნაწილი ხელახლაა დასაგები. სხვა ხარვეზები არ გამოვლენილა. ჩავატარეთ შესაბამისი ექსპერტიზა და დაზიანებულ ეზოს რეაბილიტაცია ხელახლა ჩაუტარდება”, – განუცხადა knews.ge-ს ნუგზარ ბოლქვაძემ.