ახალი ამბები

თელავში ნარჩენების სეპარირების ურნები და დაფარვის არეალი გაიზრდება

მოსახლეობა სიახლეს დადებითად აფასებს და განმარტავს, რომ ნარჩენების დახარისხება საზოგადოებისთვის სიახლეა, თუმცა ნელ-ნელა ეგუებიან.

,,დგას სამი სახეობის ურნა – შერეული, პლასტიკისა და ქაღალდებისთვის. თავიდან რთულია ასეთ სიახლესთან შეგუება, მაგრამ მნიშვნელოვანია. მოსახლეობამ უნდა ვიგრძნოთ მეტი პასუხისმგებლობა, რომ სუფთა იყოს ჩვენი ქუჩა და ეზო”, – განუცხადა knews.ge-ს ქალაქ თელავში მცხოვრებმა მიშა თვალიაშვილმა.

knews.ge-ს ინფორმაციით, ქალაქში იგეგმება სეპარირების ურნების რიცხვისა და დაფარვის არეალის გაზრდა.

შეგახსენებთ, რომ ნარჩენების სეპარაცია თელავის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში უკვე მიმდინარეობს.