წნორსა და გურჯაანში ხეხილის ნაწილი მოიყინა
როგორც ადგილობრივები knews.ge-სთან აცხადებენ, გუშინ ღამე თერმომეტრზე -2 გრადუსი დაფიქსრიდა. ადგილობრივები შიშობენ, რომ დაბალი გრადუსის გამო შესაძლოა მოსავალიანობა შემცირდეს.
,,წუხელ ციოდა, ვაზს ყლორტები ახალი გამოსული აქვს და მოიყინა, ვაშლატამას ნაწილიც გაფუჭებულია. თუ ასე გაგრძელდა და ყინვა რამდენიმე ღამეს კიდევ გასტანს, კარგ შედეგს არ მოიტანს”, – განაცხადა ველისციხეში მცხოვრებმა მანანა ჯარიაშვილმა.
აგრონომები მევენახეებსა და ფერმერებს რჩევებს აძლევენ, თუ როგორ უნდა დაიცვან გაზაფხულზე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრად ვარდნისას მცენარეები წაყინვისგან.
traktor.ge – მ ფერმერებს სპეციალური შეტყობინება დაუგზავნა, სადაც მითითებულია, რომ რეკომენდირებულია ახალგაზრდა ნერგები შეფუთვა. ბოსნეულ კულტურებს შეგიძლიათ გადააფაროთ საფარი, რაც დაიცავს ყინვისგან, ხოლო ზრდასრული ხეხილისა და ვაზისათვის საჭიროა დაბოლება შემდეგი ინსტრუქციით:
,,დროის შერჩევა – დასაბოლებელი ცეცხლი დაანთეთ გამთენიისას, როდესაც ჰაერში ყველაზე დაბალი ტემპერატურის დაფიქსირდება.
მასალის შერჩევა – დასაწვავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩალა და ნამჯის ანარჩენი. აუცილებელია, მასალა დიდი რაოდენობით კვამლს გამოყოფდეს.
მასალის განთავსება – დასაწვავი მასალა განათავსეთ ნაკვეთის თავში, შუაში და ბოლოში. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ცეცხლი არ უნდა მოეკიდოს მცენარეს.
დაბოლება – დაანთეთ ცეცხლი. შეგიძლიათ გამოიყენოთ საწვავი. აკონტროლეთ, რომ კვამლი ყველა ხესთან იყოს, რათა რომელიმე არ წაიყინოს. მცენარის დაბოლება განაგრძეთ მანამ, სანამ ტემპერატურა არ აიწევს 00-ზე ზემოთ“, – წერია traktor.ge-ზე.
რაც შეეხება მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, სინოპტიკოსების პროგნოზით, ალაზნის დაბლობსა და კახეთის რიგ რეგიონებში უახლოესი რამდნეიმე ღამის განმავლობაში მოსალოდნელია ყინვა -1-3 გრადუსის ფარგლებში.
ყინვისგან მიყენებული ზარალი ამ ეტაპზე უცნობია.