მუნიციპალურ გზებზე ვიდეორადარები დამონტაჟდება
როგორც სეთურიძემ აღნიშნა, აღნიშნული შესაბამის უწყებას საშუალებას მისცემს გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს არ იცავენ.
,,ხელისუფლება უახლოეს თვეებში იწყებს უპრეცედენტო ვიდეო რადარების სისტემის დამონტაჟების პროექტს. ეს იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, მუნიციპალურ გზებზე, დასახლებულ პუნქტებში, სადაც ასევე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, ფეხით მოსიარულეთა დაზიანება და სხვა სახის დარღვევები სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს. ეს საშუალებას მოგვცეს, რომ გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც არ იცავენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს, რასაც სამწუხაროდ, სავალალო შედეგები მოჰყვება ხოლმე”, – განაცხადა სეთურიძემ.