სტატიები

ევროპული ქარტია ქალთა პოლიტიკური როლის გაძლიერებისათვის

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიის წევრებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა. პროექტის ხელმძღვანელის, NALAG აღმასარულებელი საბჭოს წევრის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, კონფერენციის მიზანია საქართველოში “ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში” ევროპული ქარტიის პრინციპების დანერგვა.

,,უმნიშვნელოვანესია ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა. ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობა წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას და არსებით ფასეულობას ყველა დემოკრატიისთვის. ეს უფლება რომ რეალიზდეს, არა მხოლოდ კანონით უნდა იქნას აღიარებული, არამედ ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული ცხოვრებისეულ ასპექტებში“, – განუცხადა knews.ge-ს თამარ ტალიაშვილმა.

პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრი მარიამ ჯაში ქალთა ეკონომიკურ ცხოვრებაში მაჩვენებლების ზრდაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ ამ მიმართულების ქალთა როლის ზრდა ისევე მნიშნელოვანია, როგორც როგორც პოლიტიკური ცხოვრებაში.

,,მიუხედავად იმისა რომ გამოწვევები რჩება, გაზრდილია ქალთა ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობის ინდექსები. 2017 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ არის შემუშავებული, მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს და გვქონდეს შედეგი ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ზრდის კუთხით. ასევე, გადავდგამთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ქალთა მიმართ ძალადობის თვალისაზრისით სტამბულის პროტოკლის რატიფიცირებასთან დაკავშირებით. ქალთა მაღალი პოლიტიკური ჩართულობა და ეკონომიკური წინსვლა პირდაპირ კავშირშია ქვეყნების დემოკრატიულობის სტატუსის გაძლიერებასა და თითოეული ოჯახის კეთილდღების ზრდასთან“, – განმარტავსknews.ge-სთან მარიამ ჯაში.

ევროპულ გამოცდილებასა და ქარტიის საქართველოში დანერგვაზე გაამახვილა ყურადღება ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ექსპერტმა ლის შანკემ. მისი თქმით, ქარტიით რეგულირებული სფეროებია – დემოკრატიული სტაბილურობა, პოლიტიკური როლი, სტერეოტიპებთან დაპირისპირება, თანასწორობის საჯარო ვალდებულება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

,,საქართველოს თვითმმართველობებში ქარტიის დანერგვისთვის გადადგმული კონკრეტული, მნიშნელოვანი ნაბიჯია დღევანდელი კონფერენცია. კონფერენციის სლოგანია თანასწორობა იძლევა შედეგს. ვისაუბრეთ ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული ბალანსის მხრივ არსებულ გამოწვევებზე, საკანონმდებლო ცხვლილებებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე. ევროპის ქარტიის სამოქმედო გეგმა უნდა ეყრდნობოდეს ქარტიაში გაწერილ ვალდებულებებზე, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებებს“, – აღნიშნავს knews.ge-სთან ლის შანკე.

კონფერენცია ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციისა (KS) და “საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის” (NALAG), 2015-2018 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.