თელავში ამერიკის დღეები დაიწყო
როგორც knews.ge-ს ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დემოკრატიული და საგრანტო პროგრამების კოორდინატორმა ნინო გაგუამ განუცხადა, კახეთის რეგიონში ამერიკის კვირეული უკვე დაიწყო. 22 აპრილს სოფელ ხოდაშენის საბავშვო ბაღში გაიმართა შემეცნებითი თამაშები. 23 აპრილს კი, სათამაშო მობილი ჩატარდა დუისის მოსწავლეთათვის ქართულ და ინგლისურ ენაზე.
,,დღეს, დაგეგმილია საკმაოდ ბევრი ღონისძიება. 14:00 სააათზე გაიმართება საინფორმაციო გამოფენა ერეკლე მეფის მოედანთან, ყოფილი დისპანსერის შენობაში. აქვე შეგიძლიათ მოისმინოთ ინფორმაცია აშშ-ის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების, საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების, სხვადასხვა გრანტებისა და დახმარების პროგრამების შესახებ, აგრეთვე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტების შესახებ. 14:00 სააათზე, მალას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გასართობი პროგრამა მოზარდებისათვის: მუსიკალური წარმოდგენა, გაერთე დისნეის გმირებთან ერთად, ცარცით ხატვა, სახის მოხატვა, ამერიკული პოპარტის – ნიღბიანი პერსონაჟები. 15:30 საათზე მუსიკალური ჯგუფები „მუსიკის ქალაქი“ და „ღამურები“ გამართავენ კონცერტს ერეკლე მეფის მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე. და ბოლოს, პანკისის საზოგადოებრივ რადიოში მოუსმენთ 25 ამერიკული ჰიტს 18:15 – დან 19:00 საათამდე”, – განაცხადა ნინო გაგუამ.
ამერიკის კვირეული 30 აპრილს დასრულდება.