ახმეტელი ფერმერი თხების გამოსაკვებად ჯეჯილს აწარმოებს
,,დანადგარი 5 კამერისაგან შედგება, ყოველდღიურად ვთესავთ 60 კილოგრამ ქერს, რაც დღიურად 100-120 კგ ჯეჯილის მიღებას უზრუნველყოფს. ჯეჯილი არის ვიტამინებით სავსე, რომელსაც თხებისა და მსხვილფეხა რქოსანის ნამატის გამოსაკვებად ვიყენებ. ფაქტობრივად, ჯეჯილის წარმოება საძოვრის ალტერნატივაა თანაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია”, – განუცხადა knews.ge-ს ელანიძემ.
მისივე ინფორმაციით, მწვანე მასის უწყვეტი წარმოებისათვის ჩინეთში ჰიდროპონიკის დანადგარი 8.700 დოლარად შეიძინა.