თუშეთში ახალი სასტუმრო აშენდება
როგორც სასტუმროს დამფუძნებელმა, ლევან სულაკაურმა knews.ge-ს განუცხადა, მსგავსი მასშტაბის სასტუმრო თუშეთში, ჯერჯერობით არ არის. სასტუმროს მშენებლობაზე დაახლოებით 600 000 ლარი დაიხარჯება.
“ნაბადი ადგილობრივი საოჯახო სასტუმროებისგან განსხვავებულ ნიშას დაიკავებს, ორიენტირებული იქნება ხარისხიან მომსახურებაზე, ამავე დროს შეინარჩუნებს ტრადიციულ-ეთნოგრაფიულ სტილს. დატვირთვისა და შესაბამისად, ჩადებული ინვესტიციის ამოღების პრობლემა არ იქნება- თუშეთი, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი, ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა”, – განუცხადა knews.ge-ს ლევან სულაკაურმა.
2015 წელს თუშეთს ვიზიტორების 8 500 ვიზიტორი ესტუმრა, შარშან კი ტურისტების რაოდენობას 13 ათასს მიაღწია.