თუშეთის ნაკრძალში სეზონი მაისში გაიხსნება
უწყების ინფორმაციით, ტურისტთა უმრავლესობა უცხოელი იყო, თუმცა ადგილობრივი ვიზიტორების რიცხვიც გაიზარდა.
,,ვიზიტორები ჭარბობენ ისრაელიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან და ჩეხეთიდან. ვიზიტორთა ძირითადი აქცენტები რაც კეთდება არის ის, რომ ნაკრძალში უფრო მეტად სჭირდება მოწესრიგება ბილიკებს და გზას, რომელიც მოდის ნაკრძალამდე, რადგან საკმაოდ რთულად მიიჩნევა”, – განაცხადა ნაკრძალის ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტმა სოფო რაინაულმა.
მისივე ინფორმაციით, წელს თუშეთს მიეწოდება ინტერნეტი, დაიწყება თუშეთის სივრცითი მოწყობა და აეროდრომის მშენებლობა.
,,სოფელ დართლოს რეაბილიტაცია წელს ისევ გაგრძელდება, მისი დასრულების შემდეგ კი სოფელ დოჭუს რეაბილიტაცია იგეგმება. თუშეთის ნაკრძალში სეზონი მაისიდან ოქტობრის ბოლომდე გრძელდება”, – აღნიშნა რაინაულმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის განცხადებით, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა სავარაუდოდ 20 მაისს გაიხსნება.
,,თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს იკეტება და სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებიდან იხსნება. წელს, საგზაო სამუშაოებზე 410 ათასი დაიხარჯება”, – განუხადა knews.ge–ს ნასყიდაშვილმა.